EUROPE

EUROPE

შენი ახალი შანსი ევროპაში

ჩვენ ვიცით, რომ თქვენ საარსებო წყაროს მანქანის ტარება წარმოადგენს და ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ თითოეულ განვლილ კილომეტრზე.
გთავაზობთ მაღალ შემოსავალს და შესაძლებლობას ხშირად იყოთ სახლში ოჯახთან ერთად!
თუ გსურთ შექმნათ ან გააგრძელოთ წარმატებული კარიერა სატვირთო მანქანის მძღოლად, მაშინ სწორ გზაზე ხართ!

ჩვენ გთავაზობთ შესაძლებლობას მიიღოთ სამუშაო კონტრაქტი ლიტვაში მდებარე ლოჯისტიკის კომპანიაში და ისარგებლე დამატებითი ბენეფიტებით!

ჩვენ ვეძებთ სატვირთო მანქანის მძღოლს

სატვირთოს მძღოლი პასუხისმგებელი იქნება საქონლის უსაფრთხო და დროულ მიწოდებაზე ჩვენი მომხმარებლებისთვის. თქვენ დაგევალებათ თქვენთვის დანიშნული სატვირთო მანქანების მართვა, ასევე მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს გუნდთან სხვადასხვა სახის საქონლის უსაფრთხოდ და დროულად მიწოდების შესახებ.

მოვალეობები: 

  • დიდი მანძილების გადალახვა და მომხმარებლისთვის საქონლის მიწოდება
  • საქონლის დროულად მიწოდება მომხმარებლისთვის
  • სხვადასხვა სატვირთო მანქანის მართვა (რაც შეიძლება მოიცავდეს: სამაცივრე ტვირთის გადამზიდ მანქანას, მანქანების ტრანსპორტერს (ევაკუატორი), საწვავის გადამზიდ მანქანას და ა.შ)
  • დისპეჩერთან კომუნიკაცია საგზაო შემთხვევების შესახებ
  • სატვირთო მანქანების შემოწმება და პრობლემების ჩამოწერა
  • მექანიკური პრობლემების შესახებ მომსახურე პერსონალის შეტყობინება
  • მოძრაობის წესების დაცვა
  • საწვავის და ზეთის დონის, ზეთის ფილტრების და საბურავების შემოწმება
  • გამგზავრებამდე მანქანის შემოწმება და მის უსაფრთხო და მუშა მდგომარეობაში დარწმუნება
Arriving white truck on the road in a rural landscape at sunset
Drivers 2

მოთხოვნები:

  • “CE” კატეგორიის მართვის მოწმობა
  • სატვირთოს მართვის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
  • კრიმინალური წარსულის არარსებობა
  • მზადყოფნა სამედიცინო შემოწმებისთვის (მათ შორის ალკოტესტისა და ნარკოტესტისთვის)
  • სატრანსპორტო ინდუსტრიაში მუშაობის სურვილი

ბენეფიტები:

  • ოფიციალური დასაქმება და გარანტირებული დღიური ანაზღაურება 65-დან 120 ევრომდე
  • ეკო მართვის ბონუსი +5 ევრო/დღეში
  • ავტოპარკის 100%-ს შეადგენს უმაღლესი ხარისხის მერსედესის მარკის სატვირთო ავტომობილები (ევრო 6)
  • მობილური ტელეფონის ხარჯების ანაზღაურება
  • კოდი 95-ის არ ქონის შემთხვევაში მიიღებთ ხარისხიან და სწრაფ ტრენინგს
  • სწავლების პერიოდში უფასო საცხოვრებლით უზრუნველყოფა
  • დისპეჩერთან კომუნიკაცია 24/7
  • ყველა სატვირთო მანქანას აქვს დაყენებული GPS მიმღები, ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს შეგატყობინოთ თქვენი ტვირთის მდებარეობასა და გადაადგილების მარშრუტის შესახებ
  • დოკუმენტების სწრაფი დამუშავება და მუშაობის დაწყება
professional-truck-driver-entering-his-truck-long-vehicle-holding-thumbs-up_cr

წესები და პირობები

სამუშაო ნებართვა
ევროპაში სამუშაოდ უნდა მიიღოთ სპეციალური ნებართვა. საბუთები ლიტვაში ჩასვლისთანავე დამზადდება ადგილზე.
ვიზა გაიცემა 2 წლის ვადით, რაც შეეხება გადახდას, თქვენ არ გიწევთ პირდაპირ გადახდა.  ვიზის თანხა აპლიკანტს ჩამოეჭრება პირველი ხელფასიდან.

განთავსება
ტრენინგის მიმდინარეობის დროს და ვიზის დამუშავების პერიოდში უზრუნველყოფილი იქნებით უფასო საცხოვრებლით.

კოდი 95
კოდი 95 არის მითითება მართვის მოწმობაზე; იგი მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და შეიძლება განახლდეს უწყვეტი ტრენინგით. კოდი 95 სავალდებულოა ყველა ევროპელი პროფესიონალი მძღოლისთვის.
კოდი 95-ის არ ქონის შემთხვევაში, გთავაზობთ ხარისხიან და სწრაფ ტრენინგს.

ხელფასი
ხელფასი დღიურად 65 ევროდან 120 ევრომდე. უპირატესობა მიენიჭება მანქანის ტრანსპორტერის (ევაკუატორის) მძღოლებს; მათი ხელფასი მერყეობს 100-დან 120 ევრომდე.

შრომის უსაფრთხოება
ავტოპარკი შედგება უმაღლესი ხარისხის მერსედესის მარკის ევრო 6 სტანდრატის  სატვირთო ავტომობილებისგან.
მუშაობის პერიოდში ისარგებლებთ ლიტვაში გაცემული ჯანმრთელობის დაზღვევით, სხვა ყველა დოკუმენტთან ერთად.

კონტრაქტი
ფორმდება ოფიციალური კონტრაქტი უშუალოდ დამსაქმებელ კომპანიასთან.

ბონუსი
საბონუსე სისტემა განისაზღვრება მძღოლის  მართვის ხარისხის მიხედვით. ასევე, დღიურად +5 ევრო ბონუსი ეკო მართვისთვის.

რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურა:

  • შეავსეთ კითხვარი
  • გასაუბრება
  • შეიძინეთ ბილეთი და გაემგზავრეთ ლიტვაში/ვილნიუსში
  • სამუშაო ნებართვის მიღების პროცესი (15-20 დღე)
  • საჭიროების შემთხვევაში Code 95 ის ტრენინგი
  • სამედიცინო გამოკვლევა ლიცენზირებულ კლინიკაში
visa-application-composition-with-passport 1